პროექტები


სასწავლო პროექტი
               გეომეტრიული ფიგურები არქიტექტურაში

პროექტის სახელწოდება: გეომეტრიული ფიგურებით შექმნილი არქიტექტურული
საოცრებები ჩვენს  ირგვლივ
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეების აზროვნების განვითარება, ბრტყელი და სივრცითი ფიგურების მიმართ. მათი სხვა სფეროში  გამოყენება და აღქმა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ამოიცნობენ,  გაიაზრებენ და   მიხვდებიან  რომ  გეომეტრიული ფიგურები  გვხვდება ჩვენს გარშემო არქიტექტურულ   ნამუშევრებში.
პროექტის მიზნები: განივითარონ შესაბამის გეომეტრიული ტერმინების გამოყენების უნარი.არქიტექტურულ ნამუშევარში  სივრცით და ბრტყელი ფიგურების  აღქმის უნარ ჩვევა. შემოქმედებითი უნარების განვითარება. თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: 11-12 წლის
ვადები/ ხანგრძლივობა: 3დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ  დოკუმენთის შექმნის უნარი, გააცნობიეროს მათი მნიშვნელობა. აუმაღდეს  ცოდნა  და აღქმა. მოამზადებენ:
·                     პრეზენტაციას
·                     ფოტოალბომსა  და ვიდეო მასალას
·                     სლაიდ შოუს
·                     ნახატებს და ჩანახატებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი, სახელმძღვანელო A ფორმატის ფურცელი, პროექტორი, კალამი,  წებოვანი ფერადი ფურცლები.
პროექტის მსვლელობა:  კლასს დავყოფთ  სამ ჯგუფად და თითოეულს მივცემ დავალებას:
1
ჯგუფი:მოიძიონ და გაეცნონ თუ რომელ არქიტექტურულ ნაგებობებშია გამოყენებული ბრტყელი  გეომეტრიული ფიგურები.მოამზადონ პრეზენტაცია.
2
ჯგუფი:განიხილონ ისეთი ნაგებობები რომეიშიც გამოყენებულია სივრცითი გეომეტრიული ფიგურები  ცილინდრი და კონუსი.მოამზადონ შესაბამის თემაზე პრეზენტაცია.
3
ჯგუფი: მოიძიონ ინფორმაცია და ნახონ ისეთი  ნაგებობები რომელშიც გამოყენებულია სივრცითი ფიგურები პირამიდა,ბირთვი  და პრიზმა.მოამზადონ შესაბამის თემაზე პრეზენთაცია.
ჯგუპის ნამუშევრის შეჯერება და პრეზენთაციის მოწყობა.დასახელებული და განხილული თემებზე დისკუსის გამართვა.შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მათემატიკა,

პროექტის ხელმძღვანელი:            ლია ზავრადაშვილი
ხელმძღვანელის  ელფოსტა   liazavradasvili@gmail.com


No comments:

Post a Comment